Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeიმერეთში სრულად განახლებულ სკოლებში 1100-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა - ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სრულად განახლებულ სკოლებში 1100-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა – ზვიად შალამბერიძე

spot_imgspot_img

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის, სოფელ ცხრაწყაროს ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს მომავალ თაობას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ იმერეთში 1100 მოსწავლეს, მათ სრულიად განახლებულ და რეაბილიტირებულ ახალ სკოლებში დაიწყეს წლევანდელი სასწავლო წელი. ჩვენ მოვახერხეთ და იმერეთის რეგიონში 7 ახალი და 42 რეაბილიტირებული სკოლით შევხვდით ახალ სასწავლო წელს, ასევე მიმდინარეობს კიდევ 10 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა პროცესი გრძელდება და თითოეულ მოსწავლეს ექნება მომავალში საშუალება მოწესრიგებულ გარემოში მიიღოს განათლება, იმისათვის, რომ ბევრი მათგანი გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მოქალაქე“, – ზვიად შალამბერიძე.

პროექტის ფარგლებში სოფელ ცრაწყაროს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, დამონტაჟდა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები, მოწესრიგდა სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, სკოლა სრულად ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში (სოფ: რუფოთი, არგვეთა, ქვედა სიმონეთი, დაბა შორაპანი, მეორე სვირი, ქვედა საზანო, ცხრაწყარო) წელს 7 სკოლის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.

დღესვე, ახალი სასწავლო წელი განახლებულ გარემოში დაიწყო ტყიბულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წლიდან დაიწყო. ფონდი მხოლოდ იმერეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 84.8 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge