Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeზურაბ აზარაშვილი UNFPA-ს დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდა

ზურაბ აზარაშვილი UNFPA-ს დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდა

spot_imgspot_img

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და პირველი მოადგილე თამარ გაბუნია  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდნენ.  მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო საჭიროებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა დაბერების პოლიტიკის თემაზე მუშაობის აუცილებლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა.

ჯანდაცვის  მინისტრი თელავივში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge