Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeზელენსკიმ გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

ზელენსკიმ გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

spot_imgspot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმს ეწვია და განაცხადა, რომ იზიუმის მსგავსად, უკრაინის არმია ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს გაათავისუფლებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

როგორც მედია წერს, ქალაქი იზიუმი უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად. ამასთან, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ხარკოვის ოლქში დაახლოებით 300 დასახლება გათავისუფლდა ოკუპანტებისგან.

“ადრე, როდესაც მაღლა ვიყურებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როდესაც მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთ რამეს ვეძებთ – უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა იუზიუმის თავზე ფრიალებს. და ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ ერთი მიმართულებით – წინ, გამარჯვებისკენ!”, – განაცხადა იზიუმში უკრაინის საჰაერო-სადესანტო დანაყოფით გარშემორტყმულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

25-ე ცალკეული სიჩესლავის სადესანტო ბრიგადის ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა უკრაინული ქალაქის გათავისუფლებისთვის და პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge