Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeვფიქრობ, რომ კომისიის შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ სახალხო დამცველის კანდიდატზე. ეს ოპტიმიზმი...

ვფიქრობ, რომ კომისიის შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ სახალხო დამცველის კანდიდატზე. ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს – მდინარაძე

spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პოლიტიკური სპექტრი სახალხო დამცველის არჩევას შეძლებს.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს. შემდეგ ორმა მათგანმა იფიქრა, რომ ეს იყო ძალიან დამაზიანებელი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ (იმიტომ რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლობის საკითხზე ისინი დიდად არ შფოთავენ და არ ზრუნავენ ხოლმე, რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციებზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მგონია, კამერები სადაც არ არის, იქ მეტია შანსი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების. ვფიქრობ, რომ 9 კაციანი კომისიის შექმნის შემდეგ, მათი შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ [სახალხო დამცველის] კანდიდატზე. მით უმეტეს, ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ გადაწყვეტს საბოტაჟი გამოუცხადოს ამ პროცესს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge