Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeვინ იყო დედოფალ ელისაბედის და, რომელსაც საყვარელ მამაკაცზე დაქორწინება აუკრძალეს - ჰქონდა...

ვინ იყო დედოფალ ელისაბედის და, რომელსაც საყვარელ მამაკაცზე დაქორწინება აუკრძალეს – ჰქონდა თუ არა მას ტახტზე ასვლის შანსი

spot_imgspot_img

დიდ ბრიტანეთში დედოფალი ელისაბედ II გამორჩეულად უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ და სცემენ. თუმცა, იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც ელისაბედთან ერთად პრინცესა მარგარეტსაც ახსენებდეს. 

სნოუდონის გრაფინია, პრინცესა მარგარეტი ელისაბედი უმცროსი დაა. მას ხშირად მეამბოხე პრინცესადაც კი მოიხსენიებენ. როგორც ტაბლოიდები წერენ, მარგარეტი რადიკალურად განსხვავდებოდა უფროსი დისგან. 

ვინ იყო დედოფალ ელისაბედის და

დედოფალი ელისაბედ II-ის და, პრინცესა მარგარეტი 1930 წლის 21 აგვისტოს დაიბადა, მაშინ ელისაბედი 4 წლის იყო. ბავშვობის დიდი ნაწილი მარგარეტმა მშობლებთან და დასთან ერთად გაატარა. მარგარეტი ელისაბედისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სნოუდონის გრაფინია ცელქი ბავშვი იყო – მას სულ სიმღერა და გართობა სურდა. მარგარეტს ელისაბედი გამორჩეულად უყვარდა.

მარგარეტი 6 წლის იყო, როდესაც ბიძამისმა მეფე ედუარდ VIII-მ უოლის სიმპსონზე დაქორწინების გამო ტახტზე უარი თქვა. ამიტომ ედუარდ VIII-ს მაგივრად სამეფო ტახტზე მარგარეტის მამა ავიდა.  შედეგად მარგარეტი ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე გახდა.

თუმცა, მარგარეტს ბავშვობიდან ერთი მთავარი იდეით ზრდიდნენ, ის ყოველთვის პრინცესა იქნებოდა და სამეფო ტახტი უფროს დას, ელისაბედს ერგებოდა. 

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, სამეფო ოჯახი დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო მეტად გახდა პოპულარული, პრინცესა ელისაბედის სიყვარულის ისტორია და ქორწილი კი წლის მოვლენად იქცა. მომავალი დედოფალი ედინბურგის ჰერცოგს პრინც ფილიპს გაჰყვა ცოლად და ამ გადაწყვეტილების გამო ხალხმა ის კონსერვატიულ, სტაბილურ დედოფლად აღიარა.

იმ დროს, როდესაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ელისაბედი მოექცა, მარგარეტმა სამეფო წესების დარღვევა დაიწყო.

ყველაზე სკანდალური მარგარეტისა და ომიდან დაბრუნებული გმირის, კაპიტან პიტერ ტაუსენდის სიყვარულის ისტორია აღმოჩნდა. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, თუმცა მთავრობამ და ინგლისის ეკლესიამ უარი განაცხადა მარგარეტისა და პიტერის ქორწინებაზე, რადგან პიტერი იგანქორწინებული კაცი იყო.

საბოლოოდ, მარგარეტი  ტაუსენდს დაშორდა და 1960 წელს ფოტოგრაფ ანტონი არმსტრონგ-ჯონსზე დაქორწინდა. წყვილს  ვაჟი, დევიდი, და გოგონა, სარა შეეძინათ. თუმცა, მათი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა – ისინი 1978 წელს  განქორწინდნენ.

მარგარეტი 2002 წლის 15 თებერვალს,  71 წლის ასაკში, გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი დედოფალს  ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, ელისაბედი სიცოცხლის ბოლომდე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge