Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

spot_imgspot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ცნობების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო რაიონში ინტენსიური ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქო კი ერევანს მასშტაბურ პროვოკაციებში სდებს ბრალს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge