Monday, September 26, 2022
spot_img
Home„დათი პატარა არტისტია, მსახიობი... პირობა მომცა, საქართველოში რომ ჩამოხვალ, აეროპორტში დაგხვდებიო“ -...

„დათი პატარა არტისტია, მსახიობი… პირობა მომცა, საქართველოში რომ ჩამოხვალ, აეროპორტში დაგხვდებიო“ – თეა ცხადაძე

spot_imgspot_img

შარტავას ქუჩაზე 31 მარტს მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დღეს საღამოს გერმანიაში, რეაბილიტაციისა და მკურნალობის გასაგრძელებლად გაემგზავრება და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. მანამდე კი არის ემოციური წუთები, როცა გარკვეული დროით უნდა გამოემშვიდობოს ადამიანს, რომელსაც ამდენი თვის მანძილზე მოფერებით „კუპატას“ ეძახდა და ჩვენ მისი წყალობით, ბავშვის შესახებ უახლეს ინფორმაციებს ვიგებდით. 

თეა ცხადაძე, რომელსაც უახლოესი მეგობრები „კუპატას“ ეძახიან, „პრაიმტაიმს“ დათისა და მისი ოჯახის გაცნობის ისტორიას უყვება. აქვე არ მალავს, რომ მათთან განშორება ემოციურად ძალიან უჭირს და ვერც ცრემლებს იკავებს.

თეა ცხადაძე: დათის ამბავი სოციალური ქსელებიდან გავიგე. შემდეგ ისრაელში, 7 აპრილს ჩამოიყვანეს. ყველა ჩემი მეგობარი რომ მივიდა სანახავად, მე ისეთი სამუშაო გრაფიკი მქონდა, ვერ ვახერხებდი. 6 წელია აქეთ ვარ, ბევრი ბავშვი ჩამოიყვანეს, რომელსაც დახმარებას ვუწევთ ხოლმე, ზოგს ერთჯერადს, ზოგს უფრო მეტს. მანამდე, საავადმყოფოში არავისთან ვიყავი მისული, ეტყობა ესეც უფლის ნებაა. ძალიან ემოციური ვარ, ბავშვობიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ბავშვებს მსგავსი რამ არ უნდა ემართებოდეთ. ერთ საღამოს, სამსახურიდან გვიან გამოვედი, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ გინდა, დათისთან წაგიყვანო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

რომ მივედი და დათის მშობლები, ქრისტი და ირაკლი ვნახე, მათი სიძლიერით გავოგნდი. არ ვიცი, მსგავსი ადამიანები მე მართლა არ მინახავს. მათთან ძალიან ბევრი ემიგრანტი, მომღერლები, ქართველი ებრაელი, ყველა მიდიოდა. 

იქიდან რომ წამოვედი, ცნობილ მომღერალ კაკული გურიელაშვილს დავურეკე. დათის მდგომარეობა ავუხსენი და მითხრა, კონცერტი გავაკეთოთო. თავიდან უარი ვუთხარი, დახმარებები დავიწყეთ. უარი არავის უთქვამს, სხვადასხვა ქალაქიდან ემიგრანტები მირეკავდნენ და ასე გავერთიანდით ყველა, თითქმის მთელი მსოფლიო.

უკვე რომ ვგრძნობდი, მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა, 500 000 დოლარზე და მილიონებზე იყო საუბარი, მივხვდი, რომ თანხა ასე ვერ შეგროვდებოდა.

ერთხელ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე სუფრასთან 7-8 მომღერალი ისხდა. ვუთხარი, თუ შეიძლებოდა, საქველმოქმედო კონცერტი გაგვეკეთებინა. დამთანხმდნენ. შემდეგ ქრისტის დავურეკე, მორიდებულად დამთანხმდა. მაშინ ბავშვი ძალიან ცუდად იყო.

შემდეგ ისევ კაკულის დავუკავშირდი, აშდოდის ვიცე-მერი, ქართველი ებრაელი, მოშე ბოთერაშვილი მას ყველაფერში გვერდით დაუდგა, ჩვენ არაფერი გადაგვიხდია. შემოსული თანხა, 50 000 შეკილი დათის მკურნალობისთვის გადავეცით.  ჩატარდა არაჩვეულებრივი კონცერტი, ისრაელის წამყვანი მომღერლები და ემიგრანტები, თითქმის ყველა იქ იყო. 

– როგორ მოიპოვეს დათის მშობლებმა სულიერი სიმშვიდე?

– დათი უფალმა და თავისმა პოზიტიურობამ გადაარჩინა. პატარა არტისტია, მსახიობი. მშობლები ძალას უფლისგან იღებენ. სულ ლოცულობენ, ლოცვებმა გააძლიერეს. ქრისტის არაერთხელ უთქვამს, რომ მოვდიოდით, გვეგონა, რომ მარტო ვიქნებოდითო, პირველივე დღიდან, საზოგადოების ამხელა მხარდაჭერით გაოგნებულია. 

ახლა სამსახურში ვარ, ვერაფერს ვაკეთებ, სხვანაირი ემოციით ვარ. მჯერა, რომ სასწაული მოხდება და დათი ორი ფეხით გაივლის. პირობა მომცა, საქართველოში რომ ჩამოხვალ, აეროპორტში დაგხვდებიო.

დავეხმაროთ დათის

TBC: #GE05TB7962745064300024;

BOG: #GE90BG0000000101545483.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge