Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბები..განა მუშაობის მომერიდა?.. ვშრომობ უკეთესი მომავლისთვის..."_ ბიჭი რომელმაც ოცნება რეალობად აქცია

..განა მუშაობის მომერიდა?.. ვშრომობ უკეთესი მომავლისთვის…”_ ბიჭი რომელმაც ოცნება რეალობად აქცია

spot_imgspot_img
“მინდა გავიხსენო რამდენიმე წლის წინ გადამხადარი ამბავი… ქუთაისში ჩემმა ახლობელმა ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი იყიდა.
მე რამდენიმე დღით ვეხმარებოდი… პატარა ურიკით გამომქონდა მიწა ერთი ადგილიდან და ცენტრალური გზის გავლა მიწევდა სადაც ვყრიდი მიწას შემდეგ. ამ დროს პატარა ბიჭუნას (სადღაც 8 წლამდე იქნებოდა)დედა მიაცილებდა სკოლაში. დამინახა და ხმამაღლა აუყვირდა შვილს… “მაქსიმე აი შეხედე იმას” ხელით ანიშნა ჩემზე 🙂 “თუ არ დამიჯერებ და არ ისწავლი შენც ასე მოგიწევს ტაჩკების თრევა” 🙂
ამ სიტყვემბმა იმ დღეს გამანადგურა…განა მუშაობის მომერიდა? უბრალოდ წარმოვიდგინე ამ ბავშვის ცხოვრება…თუ კარგად ისწავლიდა და გაუმართლებდა ის სულ კაბინეტში იქნებოდა და ისე იმუშავებდა…თუ არ გაუმართლებდა? ის არასოდეს იმუშავებდა რადგან მას დედამ შრომა კი არ შეაყვარა შეაძულა…აი სწორედ ასეთი მშობლები უნადგურებენ ბავშვებს ცხოვრებას…სწორედ ასეთები არჩენენ “40 წლის ბავშვებს” უცხოეთიდან… მე ბავშვობიდანვე შევიყვარე შრომა… ვშრომობ უკეთესი მომავლისთვის…ვშრომობ ოცნებების ასრულებისთვის….მე მჯერავს რომ შრომით ყველაფერს შევძლებ ❤ მშობლები რომლებიც შვილებს შრომას შეაძულებენ,თავად მოუწევთ შვილების დიდობაშიც რჩენა ❤
აქ შემეძლო დამედო ევროპის ქუჩებში გადაღებული ფოტოები,მაგრამ მე შრომას მინდა გავუწიო “პროპაგანდა”… და ბოლოს ისევ ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვებით დავამთავრებ სტატუსს “თუ გინდა გქონდეს ის,რაც არსდროს გქონია,უნდა გააკეთო ის რაც არასდროს გაგიკეთებია” ❤🇬🇪 მე აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნამდე”🥰❤🇬🇪
Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!