Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeბოტოქსი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს

ბოტოქსი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს

spot_imgspot_img

ბოტოქსი  ეს არის გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „A“ ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომლის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო. სინამდვილეში ეს ნივთიერება არის უძლიერესი ორგანული შხამი, რომელმაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას შეიძლება მძიმე ტოქსიკური დაზიანება – ბოტულიზმი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, სპეციალური დოზებით ბოტულინის ტოქსინი ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება. ის ასევე ეფექტურია შაკიკის, კუნთების სპაზმის, ჰიპერჰიდროზისა და შარდის შეუკავებლობის პრობლემის სამკურნალოდ.

სამეცნიერო გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევების თანახმად, კალიფორნიის უნივერსიტეტის სკაგსის ფარმაცევტული მეცნიერებების მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოტოქსის ინექციამ, შესაძლოა, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები შეამციროს.

კვლევებით დადგინდა, რომ შფოთვის რისკი  ბოტოქსის მიმღებ პაციენტებში  22-72%-ით დაბალია. შედეგები არ მოიცავდა ადამიანებს, რომლებიც  ანტიდეპრესანტებსა და ტრანკვილიზატორებს იღებდნენ. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge