Sunday, September 25, 2022
spot_img
Home„ბოლოს აქ 2 წლის წინ ვიყავი, როცა დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა,...

„ბოლოს აქ 2 წლის წინ ვიყავი, როცა დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა, რომ დედა აღარ იყო…“ – ნინი შერმადინი

spot_imgspot_img

4 სექტემბერს ნინი შერმადინი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, მომღერლის სამშობლოში ვიზიტი მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამე სიახლეს ხომ არ უკავშირდება მომღერლის სამშობლოში დაბრუნება. როგორც გვითხრა, შვებულების აქ გატარება გადაწყვიტა.

ნინი შერმადინი: ბოლოს საქართველოში 2 წლის წინ ვიყავი. როცა თბილისიდან დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა, რომ დედა აღარ იყო. იმ წამსვე ვიყიდე ბილეთი და როგორ ჩამოვედი, ან როგორ წავედი, არ მახსოვს.

– თქვენი სამშობლოში ჩამოსვლის შესახებ არ იცოდნენ თქვენმა მეგობრებმა. მოულოდნელად გადაწყვიტეთ დაბრუნება?

–  საქართველოში წამოსვლა უცებ გადავწყვიტე, 2-კვირიანი შვებულება მქონდა და ვიფიქრე, ჩამოვსულიყავი და მოვფერებოდი ყველა ჩემს მონატრებულ ოჯახის წევრს და მეგობარს, თითქმის არავისთვის მითქვამს, რომ მოვდიოდი.

– რამე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ?

– ახლა იმდენად მოკლე ვადით ჩამოვედი, რამე სიახლეზე საუბარი ნამდვილად არ არის, სამწუხაროდ. თუმცა ვაპირებ ცოტა უფრო დიდ ხნიან ვიზიტს და მერე უფრო მეტად ვიფიქრებ სიახლეებზე.

– რა გენატრებათ ხოლმე ყველაზე მეტად, როცა სამშობლოსგან შორს ხართ?

– სადაც უნდა ვიყო, ყველაზე მეტად უკვე ჩემი მშობლები მენატრება.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge