Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeბოდბეში ცოლის დაჭრაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ბოდბეში ცოლის დაჭრაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

spot_imgspot_img

ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, სასამართლომ კი მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, მეუღლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად გაიზიარა.

გამოძიების მტკიცებით, მამაკაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 10 კვადრატულ მეტრ სათავსოში, სანადირო თოფიდან ესროლა. პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ, დანაშაულის სიმძიმისა და დაჭრილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას, ბრალდებული და დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

თავად მამაკაცმა დანაშაული არ აღიარა. ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მეუღლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დაჭრის შემდეგ , მისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა და შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა.

წინასაართლო სხდომა, განსახილველ საქმეზე, 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ქალის დაჭრის ფაქტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 4 სექტემბერს მოხდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მარიამ აბაზაძე , თბილისში ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 11, 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge