Sunday, September 25, 2022
spot_img
Home„ბენზინი აქვს გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული...“ - ახალი დეტალები წყალტუბოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

„ბენზინი აქვს გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული…“ – ახალი დეტალები წყალტუბოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

spot_imgspot_img

წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება – მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი მომხდარის დეტალებს უყვება.

„ვიცი, რომ ქმარი ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს. ხალხმაც იცის, რომ ქმარი ძალადობდა ამ გოგოზე. ეს გოგო საპირფარეშოში ნახეს, ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული.

როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო.  ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილ 33 წლის ქალს 5 შვილი დარჩა. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge