Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა და საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა

ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა და საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა

spot_imgspot_img

ბელგიის საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა. ანგარიში 80:89 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები მეხუთე ევრობასკეტზე თამაშობს და მერვედფინალში გასასვლელად დღეს მონტენეგროს დამარცხება სჭირდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მერვედფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებელი პირობა იყო ბელგიის ნაკრებს ბულგარეთი დაემარცხებინა.

დღეს, ბელგიის მხარდაჭერისკენ და მატჩზე დასასწრებად, რომელიც უფასო იყო, გულშემატკივარს მოუწოდა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. 

„დღეს 2 სათხოვარი მაქვს თქვენთან :

1) ვისაც დრო გაქვთ, მიდით ბელგია-ბულგარეთის თამაშზე 18:15-დან და უგულშემატკივრეთ ბელგიას (დასწრება თავისუფალია)

2) ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი 21:00-ზე“, – დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge