Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„ბებიის დღის“ დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

„ბებიის დღის“ დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

spot_imgspot_img

12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდა.

მოქალაქე მიხეილ სახვაძე საკანონმდებლო წინადადებით 17 სექტემბერს ბებიის დღის დაწესებას ითხოვდა.

„1906 წლის 17 სექტმბერს არის დაბადებული გენიალური ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;
მოქალაქის თქმით, სწორედ სესილია თაყაიშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” ოლღა ბებიას სახით და “ნატვრის ხეში” მარადიას სახით. ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“, – იყო განმარტებული მოქალაქის ინიციატივაში.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემ ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ. ბებია ვინ არის? – ბებია არის დედა მაღალ ხარისხში. მოცემული წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას, ამიტომ მიუხედავად მისი გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, – განაცხადა კახაძემ.

„საკანონმდებლო წინადადება არ იქნა მხარდაჭერილი.  საკანონმდებლო წინადადება მიმართვა უნდა იყოს კანონში ცვლილების შეტანაზე. ავტორს ოფიციალურ დღედ გამოცხადება სურდა. ეს კანონში ცვლილებას არ მოითხოვს და საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა“,- განმარტვენ ჯანდაცვის კომიტეტში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge