Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeაშშ-ში დაქალები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მუშაობდნენ, დები აღმოჩნდნენ

აშშ-ში დაქალები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მუშაობდნენ, დები აღმოჩნდნენ

spot_imgspot_img

აშშ-ში დაქალები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მუშაობდნენ, დები აღმოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ  The Sun-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 31 წლის ჯულია ტინეტი და 32 წლის კასანდრა მედისონი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ორივე მათგანმა  ქალაქ ნიუ-ჰეივენის ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა. 

თანამშრომლები მათ  ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. მოგვიანებით ჯულიამ და კასანდრამ გაარკვიეს რომ თურმე ორივე დომინიკანიდან იყვნენ და ისინი ამერიკელმა ოჯახებმა იშვილეს. ამ დამთხვევების გამო ისინი ერთმანეთს ხუმრობით დებს უწოდებდნენ.

შესაძლო ნათესაობის შესახებ ვარაუდების მიუხედავად, დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა – ჯულიასა და კასანდრას დაბადების ქალაქი და დედის სახელი განსხვავდებოდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც კასანდრამ და ჯულიამ დნმ-ის ტესტი ჩააბარეს. შედეგმა მათი ნათესაობა დაადასტურა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge