Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeაშშ-მა კადიროვს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კადიროვს სანქციები დაუწესა

spot_imgspot_img

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადიროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.  ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ახალ სიაში ასევე შეიყვანეს ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა დღეს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად  “თვითმობილიზაციის” აუცილებლობის შესახებ განაცხადა. რაც, მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების ხელმძღვანელებმა უნდა მოაწყონ.

“მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია მოამზადოს, გაწვრთნას და დააკომპლექტოს მინიმუმ ათასი მოხალისე. ერთი სუბიექტისთვის, ეს არც ისე დიდი რიცხვია… მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი – თითქმის არმია!” – განაცხადა რამზან კადიროვმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge