Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„არ ვარ თქვენი შვილი, არა!“ - ვის მიმართავს თამუნა მუსერიძე

„არ ვარ თქვენი შვილი, არა!“ – ვის მიმართავს თამუნა მუსერიძე

spot_imgspot_img

ჟურნალისტი და ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე მიმართავს ქალს, რომლის მტკიცებითაც ის მისი ბიოლოგიური დედაა. მუსერიძე განმარტავს, რომ ყველაფერი ამ ფაქტის საპირისპიროდ მეტყველებს.

„მესმის ყველა დედის მდგომარეობა და მართლა ყველა სიტუაციას ვითვალისწინებ, მაგრამ !!!  უკვე მეასედ გთხოვთ და უკვე მკაცრად მოვითხოვ, შეწყვიტეთ ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. შეწყვიტეთ სხვადასხვა გადაცემაზე და სიუჟეტზე ჩემ შესახებ კომენტარების წერა.

თქვენ შვილი გააჩინეთ მაშინ, როდესაც ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. ახლად შექმნილი ოჯახი წინასწარ ბავშვს არ აიყვანს. გარდა ამისა, მაქვს ფოტოები, სადაც არის ჩემი 3 ბიძაშვილი, სხვადასხვა ასაკში. ოთხივე ვართ ერთ წელს დაბადებული. მე ფიზიკურად ვერ დავიბადებოდი 1981 წელს, 6 წლის ასაკში ვერ შემიყვანდნენ ბაღში, 9 წლის ასაკში ვერ შემიყვანდნენ სკოლაში. ბაღშიც და სკოლაშიც ვიყავი ყველაზე პატარა! ამის გარდა, ჩვენი დეენემის პასუხები მოვიდა უარყოფითი. არ ვარ თქვენი შვილი, არა !! გაიგეთ ქალბატონო და შეეშვით ჩემი ფოტოების ფრიალს!!“ – წერს თამუნა მუსერიძე.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge