Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„ამ ყველაფერს ნახავს ბასილაშვილის ბავშვი, ის დადის სკოლაში, ეზოში...“ - ირმა ჭკადუა...

„ამ ყველაფერს ნახავს ბასილაშვილის ბავშვი, ის დადის სკოლაში, ეზოში…“ – ირმა ჭკადუა განმარტავს, რატომ არ წარმოადგინა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მტკიცებულებები

spot_imgspot_img

ადვოკატის ირმა ჭკადუას მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებებს აჟღერებს.

ადვოკატის თქმით, დოროყაშვილის ბრალდებების საპასუხოდ თავად ბასილაშვილსაც ბევრი აქვს სათქმელი, თუმცა შვილის ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ აქვს სალაპარაკო, ან არ აქვს მტკიცებულებები, ძალიან ცდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ტელეფონები არაერთ მტკიცებულებას ინახავს, მაგრამ ის ამის გასაჯაროებას არ ახდენს, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ საუბრობს საჯაროდ, რადგან ამ ყველაფერს ნახავს ბავშვი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს შესთავაზა, ყოფილიყო სხდომა დახურული, რადგან ბავშვისთვის ეს იქნებოდა მძიმე, რადგან ბავშვი დადის სკოლაში, ეზოში და შესაძლოა, რომელიმე ბავშვის მხრიდან მოხდეს სხვადასხვა ფორმით მიწოდება და ის, რომ ინტერნეტით ნიკოლას ბასილაშვილმა ეს ყველაფერი თავადაც შეიძლება ნახოს, რაც მატრავმირებელია ბავშვისთვის, ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, დღეს ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბასილაშვილის მხრიდან კონკრეტულ ძალადობაზე ისაუბრა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge