Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeამოღებულია 32 ტელეფონი და მაჯის საათი - ზუგდიდში ქურდობისთვის 18 წლის ბიჭი...

ამოღებულია 32 ტელეფონი და მაჯის საათი – ზუგდიდში ქურდობისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

spot_imgspot_img

სამეგრელოში ქურდობისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge