Monday, October 3, 2022
spot_img
Homeაეროპორტში ტაქსის მძღოლებისგან "ქურდულ საერთოს" აგროვებდნენ - სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო

აეროპორტში ტაქსის მძღოლებისგან “ქურდულ საერთოს” აგროვებდნენ – სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო

spot_imgspot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში, ,,ქურდული სამყაროს“ სამი წევრი, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერ ქურდის“ დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ სამ პირთან ერთად, ორგანიზებას უწევდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ამავდროულად, „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრი ახორციელებდა ზემოთხსენებული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ასევე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

აღნიშნული ქმედებისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ სამი წევრიდან, ორ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით „ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთს კი  223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და 194-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.

ასევე, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის, სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მეორე ნაწილით​ წარედგინა​თ.

სასამართლომ, ერთი პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე და 236-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორე მათგანის ქმედება დაკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge