Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„აგვისტოში 77%-იანი აღდგენა გვაქვს ტურისტულ ვიზიტებში“ - მედეა ჯანიაშვილი

„აგვისტოში 77%-იანი აღდგენა გვაქვს ტურისტულ ვიზიტებში“ – მედეა ჯანიაშვილი

spot_imgspot_img

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წელის იანვარი-აგვისტოს თვის  სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობის შედეგად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენისთვის, ვახორციელებთ არაერთ მარკეტინგულ აქტივობას ამ მიზნით. საქართველოში ვმასპინძლობთ როგორც საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და  პოპულარულ ბლოგერებს, აგრეთვე აქტიურად ვმონაწილეობთ  საერთაშორისო ტურისტულ  გამოფენებში. მიზნობრივ ბაზრებზე ჩვენი კამპანიების შედეგად აგვისტოში  უკვე გვაქვს 77  %-იანი აღდგენა ტურისტულ ვიზიტებში, რაც ავტომატურად ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს ქვეყნისთვის“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

2022 წლის 8 თვის სტატისტიკური მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა +208.9%-ია. 

2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს  შეადგინა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge