Monday, October 3, 2022
spot_img
Homeაგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

spot_imgspot_img

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს  თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022  წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს  შეადგენს, ხოლო  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა +208.9%-ია. 

2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს  შეადგინა.

2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან  შედარებით ზრდა +155%-ია.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს  შეადგენს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge