ინტერნეტში GOT-ის ფინალური სეზონის მესამე სერიის პრომო გავრცელდა

2019.04.22 14:13:22

GOT-ის ფინალური სეზონის მეორე სერია ინტერნეტსივრცეში პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის უკვე ნახევარმა სამყარომ ნახა.

თუ სერია ჯერ არ გინახავთ და დარწმუნებულები ვართ ასეთი ძალიან ბევრია, მაშინ ჯერ მესამე სერიის პრომოსაც ნუ ნახავთ.

 

 

როგორ ხედავთ, მესამე სერიაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იწყება. ღამის მეფე ვინტერფელს უახლოვდება და წინ, დიდი ალბათობით, ბევრი ჩვენი საყვარელი პერსონაჟის აღსასრული გველოდება.

 

როგორც არია სტარკი ამბობს, ახლა ყველაზე დიდი გმირობების დროა და იმედია, ტარგარიენებისა და სტარკების ოჯახი ამ ომს დიდი დანაკარგის გარეშე გადაურჩება.