10 000 სირიელი ბავშვი ომსა და სტიქიას გაურბის

2019.01.05 11:30:13

10 000 სირიელი ბავშვი ომსა და სტიქიას გაურბის. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. 

 

 

UNICEF-ის წერილში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან.

 

 

„სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო, ბავშვები ახლა სამჯერ უფრო მეტად იტანჯებიან. ზამთრის გაუსაძლისი ყინვაში მათი სიცოცხლე ძაფზე კიდია. უსაფრთხო ბანაკების რაოდენობა კი მცირეა. UNICEF მიმართავს დაპირისპირებულ მხარეებს, დაიცვან სირიელი ბავშვები და მისცენ ჰუმანიტარულ მისიას შესაძლებლობა, რომ მათ დახმარება გაუწიონ“.

 

 

საომარ მოქმედებებს დეკემბერში ძლიერი წყალდიდობაც დაემატა, რამაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების პირობები კიდევ უფრო დაამძიმა. 10 000 ბავშვი უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად, ოჯახთან ერთად, გაიქცა.

 

 

სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქურთი მებრძოლები ომობენ, მათ ამერიკის შეერტებული შტატების სამხედრო ძალები ეხმარებიან.