ტრაგედია მეტროში- დაშავებულია 24 ადამიანი, შვიდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

2018.10.24 14:26:35

ტრაგედია მეტროში- დაშავებულია 24 ადამიანი, შვიდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

რომის მეტროპოლიტენის სადგურ Repubblica-ს ესკალატორზე ავარია მაშინ მოხდა, როდესაც მასზე რუსეთის საფეხბურთო კლუბ ЦСКА-ს გულშემატკივრები ეშვებოდნენ. იხილეთ ვიდეო ინციდენტის ადგილიდან.

 

 ქალაქის მერის, ვირჯინია რაჯის ინფორმაციით, ავარია რუსი ქომაგების ქცევამ გამოიწვია, რომლებიც მოძრავ ესკალატორზე ხტუნაობდნენ და ცეკვავდნენ.  

 

 წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია რუსეთის 24 მოქალაქე, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

 ინციდენტის თვითმმხილველის თქმით, ერთ-ერთ გულშემატკივარს ესკალატორში ფეხი ჩაჰყვა, რის გამოც მან კიდური დაკარგა.