გოგრების ფესტივალი ინგლისში

2018.10.23 12:19:08

„წაიღე შენი გოგრა“- ამ დევიზით ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კენტის საგრაფოში გოგრების ფესტივალი Pumpkin moon იმართება.

 

Euronews-ის ცნობით, ჰელოუნის წინ, რომლის მთავარი „პერსონაჟი“ სწორედ გოგრაა, ჩარლის ფერმაზე უამრავი ადამიანი იკრიბება.

აქ გოგრა მაისში ითესება, რათა ოქტომბრისთვის მოსახლეობამ მისი სახლში წაღება მოახერხოს.