რუსთავში მომხდარი აფეთქების აქამდე უცნობი დეტალები (ვიდეო)

2018.10.23 11:38:12

"ინფო რუსთავი" პირველი მედია საშუალება იყო რომელიც რუსთავში, მეცხრამეტე მიკრორაიონში აფეთქების დროს მივიდა. [ვიდეო/video]

 

აფეთქების ადგილიდან, დაახლოებით 300-500 მეტრის რადიუსში, სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ დაჭრილები, არსებული ინფორმაციით აფეეთქდა ჟანგბადის 2 ბალონი. ერთი ბალონი მთლიანად ნაწილებად დაიშალა და ნამსხვრევები ბინებში, მაღალი დარტყმის ძალით მიმოიფანტა, ხოლო მეორე ბალონი წნევამ დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით გადააგდო, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, კედლიდან ასფალტზე, ასფალტიდან იქვე არსებულ ბეტონის ავტოფარეხზე აისხლიტა და საბოლოოდ იქვე დაეცა. ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა მოხდა ერთერთ კორპუსში სადაც ნამსხვრევი შევარდა, ბალონის ნატეხმა აფეთქებიდან დაახლოებით 500 მეტრში გაიარა აივნის ფანჯრის ჩარჩო, 2 კედელი და მესამე კედელზე მოხვედრისას დაკარგა ძალა.

 

წყარო: inforustavi.ge