აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც დაუთოება აღარ დაგჭირდებათ

2018.10.10 13:16:07

ტასაცმლის გარეცხვის შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანს ეზარება მისი გაუთოება. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-მა მკითხველს ამ პროცესისგან თავის ასარიდებელი საშუალება შესთავაზა.

 

როგორც გამოცემა წერს, სარეცხის საშრობ მანქანაში უნდა ჩადოთ ყინულის 2-3- კუბიკი და დაალაგოთ წინასწარ გარეცხილი ტანსაცმელი. ამის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე წუთით, უნდა ჩაირთოს მაღალი ტემპერატურის რეჟიმი (გაშრობის რეჟიმი ოღონდ მაღალ ტემპერატურაზე).

 

ყინულის დნობისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში ტანსაცმელს ნაკეცები შორდება. ამასთან, რეკომენდაციაა, რომ საშრობ მანქანაში ბევრი ტანსაცმელი არ შედოთ, აუცილებელია რომ სივრცე იყოს დარჩენილი. მაგალითად ეს ხერხი სცადეთ ერთი-ორ მაისურსა და ერთ შარვალზე.