ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს

2018.10.02 11:20:55

გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. 

 

მოგვიანებით, მათ კომენტარი მედიასთანაც გააკეთეს.

ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე ილაპარაკა. ასევე იმ პროვოკაციებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეინიშნება.

"ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა და ასეთი დანაშაული საკმაოდ ბევრია, მაინც იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია. არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გვახსოვს როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები. როგორც დატოვეს ტყეში ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული. თავიანთი ყველაზე დიდი დანაშაულის ჩვენზე გადმობრალებას, სალომეზე გადაბრალებას ცდილობენ. არადა, სალომე ზურაბიშვილმა იზრუნა იმაზე, რომ რუსულ ჯარს საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა. მე მახსოვს როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე. მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალური შესაძლობლები გამოავლინეთ და მხარში დავუდგეთ მას. სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე,"- თქვა ივანიშვილმა.

დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს. „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ ოფიციალურად 9 სექტემბერსგანაცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.