იერუსალიმში აღსასრულის მომასწავლებელი ხბო დაიბადა

2018.09.26 11:47:03

იერუსალიმში ტაძრის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ბიბლიური სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი წითელი ხბო დაიბადა.

 

აღთქმის მიხედვით, სწორედ წითელი ხბოს დაბადება იქნება სამყაროს აღსასრულის ნიშანი.

 

ინსტიტუტის ექსპერტები ხბოს ექსპერტიზას უტარებენ, რათა დადგინდეს არის თუ არა ის მთლიანად წითელი. იმ შემთხვევაში თუ მის ბეწვზე არავითარი ლაქა არ იქნება აღმოჩენილი, ორგანიზაცია განაცხადებს, რომ ხბო ნამდვილად არის სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი.

 

ბიბლიის მიხედვით, წითელი ხბოს დაბადების შემდეგ მესია დაბრუნდება.

 

გარდა ამისა, წითელი ხბოს შეწირვის შემდეგ იქნება შესაძლებელი იერუსალიმში ტაძრის მთაზე მესამე ტაძრის აშენება.