უცხოურმა პრესამ ქრისტიანულ ნათლობას ძალადობა უწოდა

2018.05.16 11:49:31

ჟურნალმა "daily mail"-მა თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში გადაღებული ქრისტიანული ნათლობის ვიდეო განათავსა და ძალადობა უწოდა.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ ნათლავს მამაო ბავშვს, ეს გახდა დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მიზეზი. ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმრავლესობა გმობდა ამგვარ "რიტუალს"

კომენტარი რამდენიმე ქართველმაც დაწერა, რასაც საკმაოდ ირონიული ტიპის პასუხები მოყვა.