აკრობატი ტრიუკის შესრულების დროს გარდაიცვალა (ვიდეო)

2018.03.19 12:10:34

იხილეთ ვიდეო:

 

ცირკ Cirque du Soleil-ის აკრობატი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ინციდენტი ფლორიდის შტატში მოხდა. ამის შესახებ ტელეარხი WFLA იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, 38 წლის აკრობატი იან არნო რთულ ტრიუკს არ ასრულებდა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

ცირკის თანამშრომლების თქმით, არნო გამოცდილი აკრობატი იყო და ცირკში 15 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.