რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის კადრები (ვიდეო)

2018.02.12 13:46:08

კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ Ан-148-ის ჩამოვარდნის მომენტი დააფიქსირა.

ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა. კადრებში ჩანს ლაინერის ჩამოვარდნის და შემდეგ აფეთქების კადრები. რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 71 ადამიანი, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი.