გუგეშაშვილების საქმეზე გამოჩნდა მოწმე, რომელმაც მკვლელი დაინახა

2018.02.07 15:09:44

ქრონიკამ დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ჩაწერა

 

თვითმხილველი ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელი დაინახა,  რომ მომხდარს უშუალოდ შეესწრო. 

 

როგორც მოწმე ყვება, მან გაიგო ყვირილის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. მოწმის თქმით, სავარაუდო მკვლელიც დაინახა, რომელიც კიბეზე ჩარბოდა. მოწმის თქმით, სავარაუდო მკვლელს ხელში თეთრი პარკი ეჭირა. 

 

გუგეშაშვილების ხუთი მეზობელი პოლიციაში გამოკითხვაზეა.