მიწისძვრის შედეგად შენობის ქვეშ 88 ადამიანი გაუჩინარდა (ვიდეო)

2018.02.07 14:20:40

New York Times-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა ვარაუდობს, რომ სასტუმროს შენობაში, მიწისძვრის დროს, 200 ადამიანი იმყოფებოდა. 

 

ტაივანში მიწისძვრას და აფტერშოკებს 4 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავებულია 225 ადამიანი, ხოლო ერთ-ერთი შენობის ქვეშ მყოფი 88 პირი კი დაკარგულად ითვლება. სასტუმროს შენობის პირველი რამდენიმე სართული მთლიანად დაინგრა და შენობა ამჟამად ნახევრად წაქცეულია.

 

40 ათასზე მეტ ოჯახს შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება, ხოლო დაახლოებით 800 ადამიანი გადაყვანილია სპეციალურ თავშესაფარში.

 

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანის სანაპირო ჰუალიანის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 23.50 წუთზე დაფიქსირდა.