სანქტ-პეტერბურგში ქართველი დააკავეს (ვიდეო)

2018.02.01 15:54:25

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

 

სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბა, რის შემდეგაც საიუველირო სალონიდან 60 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღეს. 

 

სამართალდამცველებსა და დამნაშავეებს შორის დაპირისპირებას ორმხრივი სროლა მოჰყვა. ინციდენტისას 2 ბოროტმოქედი დაიჭრა. 

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, მეორე კი დაღესტნელი, 37 წლის აბდულ აღაპოვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე დამნაშავემ - აზერბაიჯანის მოქალაქემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.