სკანდალი- დონალდ ტრამპს ჰიმნის ტექსტი დაავიწყდა (ვიდეო)

2018.01.09 16:04:06

BBC News-ი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, პრეზიდენტი, რომელიც ჰიმნის სტროფებს ვერ მიჰყვება.

 

ვიდეო ატლანტაში საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზეა გადაღებული. ვიდეოზე ჩანს, რომ დონალდ ტრამპს ერთი ხელი გულზე აქვს მიბჯენილი და ჰიმნის ტექსტს თავადაც მღერის, თუმცა ერთ მონაკვეთში ჩერდება და არარიტმულად მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს.

 

ატლანტაში გამგზავრებამდე ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: "ჩვენ გვინდა რომ ჩვენს დროშას და ჰიმნს პატივს სცემდნენ".