ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვზე - მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებენ! (ვიდეო)

2018.01.04 13:57:51

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებენ,  უფლებადამცველები გამოეხმაურნენ, ისინი ფაქტს ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებენ. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს წარმომადგენელის  განცხადებით, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ბავშვის ოჯახის მოძიება.

 

ფაქტით ასევე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი. აპარატის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანლის, მაია გედევანიშვილის განცხადებით, ვიდეოში იკვეთება ბავშვის მიმართ ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და ბავშვის გასართობ ობიექტად გამოყენება.

 

„ეს არის ბავშვის ერთერთი ფუნდამენტური უფლების, როგორიც არის მისი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელი სათანადო და საჭირო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის უგულებელყოფა, ასევე მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზრუნვის ვალდებულების უგულებელყოფა, ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ, ეს არის მისდამი არასათანადო მოპყრობა, მისი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევით ფორმების თავსმოხვევა და ბავშვის გასართობ სუბიექტად გამოყენება. სახელმწიფოს ვალდებულება, რომ იზრუნოს ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებზე, ვფიქრობ, სათანადოდ არ ხორციელდება“,- განაცხადა გედევანიშვილი.

 

წყარო: news.ge