რუსეთში მთავარი საშობაო ნაძვის ხე ხალხის თვალწინ დაიწვა (ვიდეო)

2018.01.01 17:36:48

 ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იუჟნო-სახალინსკში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა.

 

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ფოიერვერკი გახდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ლენინის მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, როდესაც 25-მეტრიან ხელოვნულ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა.