ციკლონი შავი ზღვის სანაპიროზე- ტალღების სიმაღლე 5 მეტრს მიაღწევს (ვიდეო)

2017.09.06 17:12:43

ამ დროისთვის ზღვაზე ძლიერი ღელვაა.  ტალღების სიმაღლე 5 მეტრს მიაღწევს. მდინარეებში წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.

 

ციკლონი, რომლის ზემოქმედებითაც ამინდის ყველა ელემენტი გაუარესდება, სანაპირო ზოლიდან გავრცელებას უკვე იწყებს. რაც გამოიწვევს - ღამისა და დილის საათებში  წვიმას, ზოგან მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვა.  ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში, 90 კმ/სთ.