არქეოლოგებმა ჩაძირული ქალაქი იპოვეს (ვიდეო)

2017.09.05 16:23:07

არქეოლოგებმა ჩაძირული ქალაქი იპოვეს.

 

უნისის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგებმა, ძველი რომაული ქალაქის - ნეაპოლისის ჩაძირული ნანგრევები იპოვეს. ისტორიკოსების თქმით, ეს ქალაქი ცუნამიმ 365 წლის 21 ივლისს დაანგრია. ვრცლად ამის შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს. 

 

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქუჩები, ძეგლები და ქვევრებიც, რაშიც თევზის წვნიანს ინახავდნენ. ნეაპოლისი ძვ.წ. V საუკუნეში აშენდა. მისი სახელი ქართულად "ახალ ქალაქს ნიშნავს". ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის ნაწილი მიწისძვრამ შეიწირა, რომლის მაქსიმალური მაგნიტუდა 8 ბალი იყო, შემდგომ მიწისძვრამ კი ცუნამი გამოიწვია.