გარდაცვლილებისთვის სასტუმრო გაიხსნა (ვიდეო)

2017.08.30 12:50:41

გარდაცვლილებისთვის სასტუმრო გაიხსნა.

 

Ruptly-ის ინფორმაციით, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში ცხედრებისთვის სასტუმრო გაიხსნა. კერძოდ, სასტუმრო იმ გარდაცვლილებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც კრემაცია უნდა ჩაუტარდეთ. 

სასტუმროს მმართველის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, კრემატორიუმების რაოდენობა კი იგივე რჩება. ამის გამო ახლობლებს ლოდინი უწევთ. 

 

სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად გაიხსნა სასტუმრო, სადაც ცხედრების გადასვენება ხდება. ამის შემდეგ კი სასტუმროს პერსონალი კრემაციისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე ზრუნვას იწყებს.