გონიოში ახალი რესტორანი ერა გაიხსნა

2019.07.03 15:17:43
გონიოში ახალი რესტორანი ერა გაიხსნა

აჭარას კიდევ ერთი მყუდრო რესტორანი შეემატა. გონიოში, გონიო, აფსაროსის ქ.41 რესტორანი "ერა" გაიხსნა.

 

სტუმრებს აქ სასიამოვნო გარემო, უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულო და გუნდი ელოდება, რომელიც მომხმარებლის განწყობაზე იზრუნებს, თავი განსაკუთრებულად იგრძნონ.

 

მყუდრო, მშვიდი გარემო, მომსახურების მაღალი დონე და ის შეგრძნებები, რაც აქ დახვდებათ, ყველას თავს ოჯახურ სივრცეში აგრძნობინებს, სადაც სასიამოვნო, თბილი ემოციებით დაიმუხტებით.

 

"რესტორნის პერსონალისთვის თითოეული სტუმარი უნიკალური და განუმეორებელია, ამიტომაც კომფორტული სერვისი ვფიქრობთ" სტუმარს "ერაში" ხელახლა მობრუნების სურვილს აღუძრავს. ჩვენი რესტორანი 350 ადამიანზეა გათვილი, სადაც 3 კუპეა. ეს ყველაფერი არ არის. რესტორნის გამოცდილი თანამშრომლები კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ ნებისმიერი ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში, ქორწილის ორგანიზატორები კი მოგცემენ რჩევებს, რათა აქ გატარებული საათები დაუვიწყარ მოვლენად იქცეს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ახალი ობიექტის გახსნით იზრდება დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც. რესტორანშია 100-მდე ადამიანია დასაქმდებული."