პირველად თბილისში- თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი ”ანდროპოვის ყურები”

2018.02.28 12:26:24
პირველად თბილისში- თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი ”ანდროპოვის ყურები”

თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, ახალი რესტორანი ”ანდროპოვის ყურები” გაიხსნა.

 

ეს არის სრულიად განსხვავებული, ახალი, საინტერესო, უმაღლესი დონის რესტორანი, რომელიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ”ანდროპოვის ყურები” არის თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი, თუმცა შესაძლებელია, როგორც საქონლის საუკეთესო ხორცის, ისე ქათმისა და ვეგეტარიანული კერძების დაგემოვნება. ეს არის პირველი რესტორანი საქართველოში, რომელიც სტუმრებს ატლანტიკის ოკეანის თევზეულის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. იქნება ეს, ევროპული ლობსტერები, კიბორჩხალები, წითელი კრევეტები, მოლუსკები თუ ზღვის სხვა პროდუქტები.