"Terrace №21''- შთამბეჭდავი ხედები სამი ტერასიდან

2017.07.26 13:30:58
"Terrace №21''- შთამბეჭდავი ხედები სამი ტერასიდან

ყველას აქვს საყვარელი ადგილი, სადაც უყვართ განტვირთვა და გემრიელი კერძების დაგემოვნება, . ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ძველ თბილისში არის – "Terrace №21''.

 

ამ საოცარი ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედები სამი ტერასიდან, აგრეთვე ის სთავაზობს გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებს ყველა გურმანს.

 

,,Terrace №21'' არა მარტო დახვეწილი ადგილია კერძების მისართმევად, არამედ შესანიშნავი სანავიგაციო წერტილია: თბილისის ცნობილი გოგირდის აბანოები, მდინარე მტკვარი, მეტეხის კლდე, ლეღვთახევი, ნარიყალას ციხე, თბილისის პატარა ვიწრო ქუჩები, ავთენტიკური არქიტექტურით, მრავალფეროვანი აივნებით – ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დელიკატესების მირთვისას, რომელიც მომზადებულია პროფესიონალური შეფ-მზარეულის მიერ.

 

,,Terrace №21'' -ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ცნობილ ქართულ სანელებლებსა და რესტორანის ღვინოებს.