ესპანეთში გაიხსნა სასტუმრო, სადაც კაცებს შესვლა ეკრძალებათ

2019.10.04 12:05:55
ესპანეთში გაიხსნა სასტუმრო, სადაც კაცებს შესვლა ეკრძალებათ

ესპანეთში, საკურორტო კუნძულ მაიორკაზე გაიხსნა სასტუმრო  The Som Dona Hotel-ი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ  ქალებისთვის. 

 

სასტუმროში მამაკაცი დამსვენებლების შესვლა აკრძალულია,თუმცა პერსონალს შორის არიან კაცებიც. სასტუმროს ხელმძღვანელობის თქმით, ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ქვეყანაში მოქმედ კანონს იცავს.

 

 აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმრო 14 წელს გადაცილებული ქალი დამსვენებლებისთვის არის განკუთვნილი.

 

39-ნომრიან სასტუმროს რესტორანი, სპა-ცენტრი, ტერასა და საცურაო აუზი აქვს. ერთი ღამის ღირებულება 85 ევროა.