სოფელ ომალოში შეიქმნა სასტუმრო, რომელიც მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება

2019.08.31 12:08:04
სოფელ ომალოში შეიქმნა სასტუმრო, რომელიც მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება

კომპანია რედიქსის მიერ, თუშეთში, სოფელ ომალოში შექმნილი სასტუმრო სამზეო ქვეყანაში პირველი სასტუმროა, რომელიც მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება. სრული ენერგოეფექტურობის მიღწევისთვის, ქვეყანაში უდიდესი სახურავზე განთავსებული, 100 კილოვატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური არის დამონტაჟებული.

 

 

 

ზღვის დონიდან 1880 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, 43-ნომრიანი სასტუმრო თუშურ სტილში, ძველი ფიქალით აგებული შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი.

 

 

 

პროექტის განმახორციელებლი ერთ-ერთი კომპანია მზის სახლის ინფორმაციით, მზის ავტონომიური ელექტროსადგური მუშაობს მიკრო ქსელის სქემით (MICRO GRID SYSTEMS). იგი ამ ტიპის პირველი სადგურია საქართველოში. კომპანიის ინფორმაციით, მზის ენერგოსადგურის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

 

 

 

მზის პანელები, ჯამური პიკური სიმძლავრით – 100 კვტ (ტიპი – მონოკრისტალური, ბრენდი -KIOTO SOLAR, ავსტრია);

 

 

აკუმულატორული ბატარეა ენერგოტევადობით 450 კვტ*სთ (ტიპი – OPZv , ბრენდი – Hoppecke, გერმანია);

 

 

 

მზის მწკრივის ინვერტორები (ტიპი – SMA Solar Tripower Inverter, ბრენდი – SMA, გერმანია);

 

 

აკუმულატორული ბატარეის ინვერტორები (ტიპი – SMA Solar Sunny Island battery Inverter , ბრენდი- SMA, გერმანია);

 

 

დიზელ-გენერატორი (ბრენდი – SDMO, საფრანგეთი).

 

 

მზის მიკროქსელური სადგური სრულად ავტომატიზირებულია (SMART SYSTEMS) და აღჭურვილია ონლაინ მონიტორინგის სისტემით.

 

 

 

მზის ელექტროსადგურის პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა მზის მუქი ფიქალისფერი პანელები, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ადგილობრივ ლანდშაფტს. პროექტი განახორციელეს კომპანიებმა „სოლარ ენერჯი ჯორჯიამ“ და “მზის სახლმა”.

 

 

წარო:კომერსანტი