შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა

2019.06.20 15:53:17
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა

მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „Marriot” - ის საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლები და სასტუმროს გენერალური დირექტორი ფრედ სმიტი დაესწრნენ.

სასტუმრო აერთიანებს 220 ნომერს, სრულად აღჭურვილ 2000 კვ.მ სივრცეს მრავალმხრივი შეკრებისთვის, მათ შორის 12 ოთახს საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდ- 1000 კვ.მ ფართობის დარბაზს საერთაშორისო კონფერენციებისთვის.

 

„განახლებულ „შერატონს“ ძალიან დიდი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის, ბუნებრივია, ისევე როგორც ეკონომიკისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქს დაემატა 220 დამატებითი მაღალი კატეგორიის სასტუმროს ოთახები. აქ მნიშვნელოვანია იმის გამიჯვნა, რომ ამ სასტუმროს განსაკუთრებულად გამოკვეთილად აქვს დიდი ინფრასტრუქტურა საკონფერენციო ოთახების მიმართულებით, რაც პირდაპირპროპორციულად არის ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიასთან რელევანტური იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს დასაქმებულს აღნიშნულ სასტუმროში, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შემომტანია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

წყარო: ipn