ნიკორწმინდაში სასტუმრო "შაორი" გაიხსნება

2017.02.21 14:05:48
ნიკორწმინდაში სასტუმრო "შაორი"  გაიხსნება

სოფელ ნიკორწმინდაში სასტუმრო ”შაორი” გაიხსნება, რომელსაც შპს „ჯეოტექინვესტი” ააშენებს.

ობიექტი ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე განთავსდება და მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს. სასტუმრო 26-ნომრიანი იქნება და მას 100 კვადრატული მეტრი ფართობის საკონფერენციო დარბაზიც ექნება. სასტუმროს ამ ადგილას მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას.