თბილისში სასტუმრო Pullman-ი აშენდება

2019.02.21 13:55:35
თბილისში სასტუმრო Pullman-ი აშენდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც AXIS TOWERS-ში განთავსდება.

 

სასტუმრო Pullman-ს 226 ნომერი ექნება და დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.19 000 კვ მეტრზე კი განთავსდება Skybar -ი.

 

სასტუმროში მოეწყობა 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით. შენობაში განთავსდება აგრეთვე რესტორანი, ბარები, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები.

 

მშენებლობა თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის საერტო ინვესტიცია 92 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

მსოფლიოს 33 ქვეყანაში Pullman-ს 117-ზე მეტი სასტუმროა.

 

წყარო:imedinews